საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მიმდინარე წლის სამ თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 894 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 894  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 48 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 316 ფაქტი გამოვლინდა  კახეთში, 144 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში, 122 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 83, შიდა ქართლში - 50, მცხეთა-მთიანეთში - 30, აჭარაში - 29, გურიაში - 12, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში კი, 10 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის პირველ სამ თვეში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა. 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2.100 კუბურ ეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 129 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: