საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ოთარ შამუგია: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულებისა და საწვავის ხარისხის კონტროლს გააგრძელებს“



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. 

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასულ წლებში ჩაატარა ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირება. ქვეყნის მასშტაბით, 85-მდე მსხვილ საწარმოში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდებოდა ფილტრებისა და სათანადო გამწოვი სისტემების არქონას. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, გასულ წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში სამრეწველო საწარმოების რეგულირების მიმართულებით.

„ჩვენ მიერ ახალი სტანდარტების დაწესების შემდგომ, საწარმოებმა დაიწყეს კომპლექსური პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით საუბარია ქალაქ რუსთავში არსებულ საწარმოებზე. სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ჩატარებული მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ ქ. რუსთავში საწარმოების უმეტესობაში მიმდინარეობს თანამედროვე ფილტრებისა და გამწოვი სისტემების მონტაჟი და აგრეთვე თვითმონიტორინგის სისტემების განთავსება. საწარმოთა დიდ ნაწილში თვითმონიტორინგის სისტემების განთავსება დაგეგმილია აპრილი-მაისის თვეებში. 2022 წლის განმავლობაში, ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს.  სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის მიზანია, ათეული წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

მინისტრის თქმით, ინტენსიურად გაგრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესიც. გასულ წლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტმა 400-მდე ავტოგასამართი სადგურიდან 1000-მდე სინჯი შეამოწმა და კანონდარღვევებზე გატარდა შესაბამისი რეაგირება.  წელს და მომდევნო წლებში ზედამხედველობის დეპარტამენტი გააგრძელებს საწვავის ხარისხის კონტროლს. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: