საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მიმდინარე წლის მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 139 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 31 ფაქტი გამოვლინდა  კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 - იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში - 15, აჭარაში - 12, ქვემო ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ ეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: