საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 1 369  ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 417 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 237 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 206, სამცხე-ჯავახეთში - 153, ქვემო ქართლში - 130, აჭარაში - 70, შიდა ქართლში - 63, მცხეთა-მთიანეთში - 37, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 26, გურიაში კი 18  სამართალდარღვევა გამოვლინდა.  

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 934 კუბურ ეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: