საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, უკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლითუკანონო ტყითსარგებლობის 204 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 151 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 53 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 36 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამცხე-ჯავახეთში  დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, აჭარაშიც - 24, იმერეთში - 20, შიდა ქართლში - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, გურიაში - 7, ქვემო ქართლში - 6, მცხეთა-მთიანეთში კი, 5  სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სამართალდარღვევა გამოვლინდა დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.

ჯამშიამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 600 კუბურ ეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდშიდაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 50 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: