საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის“ საქმიანობის უფლება შეუზღუდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე შპსმედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯისკუთვნილ სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობა გარემოს დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე წარუდგინეს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ არ არის შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. მათ შორის, საწარმო ღამის საათებში ფუნქციონირებდა გაუმართავი ტექნიკური დანადგარების გამოყენებით და არ იცავდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ტემპერატურულ რეჟიმს.

შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები, განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: