სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური ინსპექტირება განახორციელა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 28 ობიექტი შეამოწმეს.
9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ჯამში, 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
4 საწარმოში დანადგარები განთავსებული აღარ არის და, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს. ინსპექტირების შედეგად, 15 საწარმოში დარღვევა არ დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.