სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, სატვირთო ავტომანქანებით, პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ. გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია, ჯამში, დაახლოებით 105 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის სხვადასხვა სახეობის ფიცარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.