საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში მოქალაქეებს, არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ მოწყობილი.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: