საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში მოქმედ ასფალტისა და წებოცემენტის დამამზადებელ საწარმოებს საქმიანობის უფლება შეეზღუდათ



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში მოქმედ ასფალტისა და წებოცემენტის დამამზადებელ საწარმოებს საქმიანობის უფლება შეუზღუდა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენცია-შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების მუდმივ ინსპექტირებას ახორციელებს. ინსპექტირების შედეგად, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე განთავსებულ შპს ECOMIX-ისა და შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილ საწარმოებში დარღვევები გამოვლინდა. 

შპს ECOMIX-ის კუთვნილი წებოცემენტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებისას, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ექსპრესგაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ  სათანადო აირმტვერდამჭერი მოწყობილობის არქონის გამო, ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვეოდა დამაბინძურებელი ნივთიერებები და წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია აჭარბებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმას. წებოცემენტის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

რაც შეხება შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილი ასფალტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებას, დადგინდა, რომ საწარმო საქმიანობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამბრი პლუსს“ შეეზღუდა საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლამდე.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: