სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ რუსთავში, უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საქმიან ეზოში ჰქონდა მოწყობილი. თბილისის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახერხი საამქრო და სხვადასხვა ლოკაციაზე დასაწყობებული დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან და ეზოში გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ჯამში, ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის 6 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 15,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. გარბილი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.