საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ ხელედში, რეგისტრირებული სახერხი საამქრო გადაამოწმეს. საამქროს ტერიტორიაზე  დასაწყობებული იყო წიწვოვანი და წიფლის სახეობის 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მიმდებარედ დასაწყობებული პირველადი გადამუშავების პროდუქტიდან კი, 96 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე უკანონოდ იყო მოპოვებული.

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ჯამში, 253,71 კუბური მეტრი მოცულობის უკანონო ხე-ტყე დაილუქა.

რადგან ხე-ტყის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 61, 5 ათას ლარზე მეტია და ზიანის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: