საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს.

ქალაქ ხაშურში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული ფიჭვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო, რომელიც მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: