საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემები 65-65 ათასი ლარით დაჯარიმდნენ



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.

 

პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 58 პრიმა 2 მუხლის მე-7 ნაწილით ერთობლივად შეადგინეს.

 

ფოთის საქალაქო სასამართლომ პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნებს 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა  დააკისრა. 

 

გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: