სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვეში უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზანა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, კახეთში - 5. უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობამ159კგ-ს გადააჭარბა.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა.
უკანონოთევზჭერისიარაღებიდაილუქა, საქმისმასალებიგადაგზავნილიაშესაბამისუწყებებში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზღვიდან და ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებული უკანონოდ ჩაგებული, ე.წ., სახლართი ბადეები. მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 850-მდე, ე.წ., ოჩხი (საბურავი), რომელიც გამოიყენება უკანონო თევზჭერისათვის. პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.