საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 148  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 53 ფაქტი გამოვლილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 30 სამართალდარღვევა, იმერეთში - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, აჭარაში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 12, გურიაში  - 11, შიდა ქართლში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 169 კუბურ ეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 39 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: