სიახლეები
ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის შესახებ, ბიზნესსექტორთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლიგიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, მეწარმე სუბიექტებთან, ხე-ტყის აღრიცხვის ახალი წესის გამოყენების შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება 2023 წლის 15 ივნისიდან მოხდება.
მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების/მიწოდების პროცესში ახალი სასაქონლო შეტყობინების, ელექტრონული ჟურნალის და ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების, ასევე გაცემისა და გამოყენების წესები განიხილეს და მეწარმეების მიერ, დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ცვლილება გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტს საშუალებას აძლევს გააძლიეროს სახელმწიფო კონტროლი და ხე-ტყის მიკვლევადობა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.