სიახლეები
ივნისში უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 110 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 74 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში; 33-33 ფაქტი დაფიქსირდა კახეთსა და აჭარაში, შიდა ქართლში - 25, იმერეთში - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში -12, გურიაში - 4, ქვემო ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთში კი, 2.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი აღკვეთეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.