საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში უკანონო თევზჭერის 47 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 47 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 9 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა 7 სამართალდარღვევა, 6-6 ფაქტია გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში, კახეთში - 3, გურიაში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2; თითო-თითო ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში; 7 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.  სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - აღნიშნულ პერიოდში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 34 და ფაცერის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივნისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 200 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, შაორის ტბიდან, ასევე, სიონისა და ჟინვალის  წყალსაცავებიდან. მდინარე ალაზანზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი, გამოვლენილია უპატრონოდ მიტოვებული 1 ერთეული თევზმახე.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: