საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სექტემბერში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სექტემბერში ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს.

უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლენილია მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარეების - ხრამის, დებედასა და მტკვრის კალაპოტებში. მოქალაქეებს, გასაბერი ნავებიდან, ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 50 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.

1 სამართალდარღვევა გამოვლინდა გარდაბნის მუნიციპალიტეტ. სოფელ ჯანდარის მიმდებარედ არსებულ არხზე, მოქალაქეს, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით,  უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 3,7კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.

2 სამართალდარღვევა გამოვლენილია მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრისა და ძეგვის კალაპოტებში.

1 სამართალდარღვევა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მოქალაქე, მდინარე ჩხერიმელაზე ე.წ ჩოგან-ბადეზე მიერთებული ენის წყაროს გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას.

გარემოსადცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავები, თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები. მდინარე დებერას კალაპოტში გამოვლენილი ფაქტი კი, სადაც მოქალაქეებს 45 კილოგრამი ოდენობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: