საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 188 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 138 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და არარეგისტრირებლი სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია.  აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 43 ფაქტი გამოვლილია  კახეთში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში,  სამცხე-ჯავახეთში - 27, აჭარაში - 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 23, შიდა ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 5, ქვემო ქართლში კი - 1. 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 193 კუბურ ეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 089 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.   

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: