საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარასა და იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაწყვალთასა და ტაკიძეებში.

ასევე 2 უკანონო, ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი საამქროა გამოვლენილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში. ტერიტორიებიდან ამოღებულია წიფლისა და აკაციის, ჯამში, 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: