საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 297 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 243 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლილია  კახეთში, 46 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში,  სამცხე-ჯავახეთში - 37, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 36, იმერეთში - 31, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 17, შიდა ქართლში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 7, ქვემო ქართლში - 5, გურიაში კი, 4.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 321 კუბურ ეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი ამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 2 390 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 58 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: