სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.
ამოღებულია 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე. ბადეები ამოღებულია: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზალეთის ტბიდან, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან - ჭოროხიდან და ნატანებიდან, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარეებიდან - ყუმურიდან, ჯრუჭულადან და ნატანებიდან, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისის ზღვიდან.
პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე ამოღებულია 9 ერთეული თევზმახე - „გოდორი“.
შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან, ერთი ერთეული თევზმახე, ე.წ. „ოჩხი” ამოიღეს, რომელშიც რამდენიმე კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული, რომელიც მდინარეში დააბრუნეს.