საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 - იმერეთში.
მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტური და ცირკული სახერხი დანადგარები დალუქეს. უკანონო სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდათ მოწყობილი. ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: