საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, თევზჭერის აკრძალული საშუალებების - ელექტროშოკური მოწყობლობების, ე.წ. პილიკანების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 7 კილოგრამამდე თევზი. 

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: