საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში უკანონო ტყითსარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 123 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 74  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 33 ფაქტი გამოვლილია აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 22 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 20, კახეთში - 15,  იმერეთში - 14, შიდა ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, თითო-თითო სამართალდარღვევა კი გამოვლენილია გურიასა და ქვემო ქართლში.

ჯამში ამოღებულია 129 კუბურ ეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 5 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ექვს თვეში  დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 877ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 38 უკანონო სახერხი საამქრო. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა  გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყითსარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: