საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

2025 წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 713 ფაქტი გამოავლინა



სამართალდარღვევები დედაქალაქის გარდა დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, მარნეულის, გარდაბნის,  ბოლნისის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვისა და   მუნიციპალური არასახიფათო, სახიფათო, სამშენებლო, ინერტული და ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტები. 

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 713 ფაქტი გამოავლინეს.

გასულ წელს გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 931 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 417 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 390 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 261 - ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა, 237 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 69 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 53 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა,  45 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 310 კი - სხვა დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 744 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 447 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 402 -  კახეთში, 260 - აჭარაში, 191 - შიდა ქართლში, 101 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 93 - სამცხე-ჯავახეთში, ასევე 93 - იმერეთში, 42 - გურიაში, 13 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2025 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 327 ფაქტი გამოავლინეს.

 

 

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: