საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 123 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია: 42 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 41 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 21 -  კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 9 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 70 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 15 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 321 კი - სხვა დარღვევა.

ყველაზე მეტი - 167 დარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 136 - ქვემო ქართლში, 67 - შიდა ქართლში, 53 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 - იმერეთში, 45 - მცხეთა-მთიანეთში, 41 - აჭარაში, 18 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი - გურიაში. 

დარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის მაისის თვეში თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 68 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: