სიახლეები
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „აზბესტი: ფარული საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის“
სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა ჯემალ ბორცვაძემ დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია შრომითი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, ჯანსაღ გარემოზე უფლების ეროვნული შესაბამისობის შესახებ და ასევე, გააცნო სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირებისა და მართვის საკითხებს.
„სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღეთ იმაზე, ჯანმრთელობისთვის რამდენად მაღალი რისკის მქონე ნივთიერებაა აზბესტი და როგორ შეიძლება მოვახდინოთ მისი შემცველი მასალების იდენტიფიცირება. ეს ინფორმაცია დეპარტამენტის თანამშრომლებს პრაქტიკაშიც გამოადგებათ, რადგან ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სერგი ტაბატაძემ.