სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობადაახლოებით440 კგ-ს შეადგენს.
ყველაზე მეტი - 88 ფაქტი გამოვლენილია იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 82 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 51- სამეგრელო-ზემო სვანეთში, 49 -ქვემო ქართლში, 41 - კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, 34 ფაქტი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 20 ფაქტი - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 10 - აჭარაში, 10 ფაქტი კი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე.
სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 8 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 218 ერთეული სახლართი ბადე და 24 ერთეული ელექტროიარაღი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.