საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - ახატანის, ჭართალისა და მაღაროსკარის მიმდებარედ.

სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - ახატნისა და არაგვის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1100 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.  

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა 17 000  ლარამდეა.

სოფელ ჭართალთან გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

მიმდინარე წლის 8 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ქვიშაა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: