საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 10 თვეში უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31ოქტომბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 247ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობადაახლოებით550 კგ-ია.

ყველაზე მეტი - 105 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 84 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 64–სამეგრელო-ზემო სვანეთში, 54-ქვემო ქართლში, 47 - კახეთში, 37 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, ასევე 11 - სამცხე-ჯავახეთში. 48 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 10 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 16 ფაქტი გამოავლინეს.   

ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.

უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით  ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: