საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა გაიხნა



 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს ახალი შენობა აქვს.

შენობა უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელიასთან, გუბერნატორის მოადგილე - კობა ქანთარიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მათ დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელს, სამსახურეობრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისათვის, მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭითაწყარში მდებარე ახალ ადმინისტრაციულ შენობაში, ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა საჭირო სერვისით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: