საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, სამი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. მათ, შედეგად, 20კგ სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის 9 ნაწილის შესაბამისად, შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: