საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის ფორმები



გაცნობებთ, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (მის: . თბილისი, . გულუას 6) და ლიცენზიის გამცემს (სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (მის: . თბილისი, . აღმაშენებლის 150წარუდგინონ ანგარიშიბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად

  • ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები  დანართი N1;
  • სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები დანართი N2;
  • თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები - დანართი N3;
  • ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებკონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით  ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები - დანართი N4.

 

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: