საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარიხევში საცხოვრებელ ეზოში უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: