სიახლეები
ბოლნისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბოლნისში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ხრამზე, სამი მოქალაქე, ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზაობდა. სამართალდამრღვევებს ხელჩანთაში აღმოაჩნდათ ხრამულის სახეობის 14 კგ თევზი და ასაფეთქებელი ნივთიერება, ე.წ. გვარჯილა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს აღნიშნული ნივთები ჩამოართვეს და დალუქეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნება.