საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავ

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს  ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში - 47,  აჭარაში - 43, კახეთში - 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, შავ ზღვაშიც - 24, გურიაში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.  

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - 16.    

ჯამში,უკანონოდმოპოვებულითევზისოდენობამ410კგ-მდეშეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: