საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

1 აპრილიდან 1 მაისამდე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანგარიშგების ვალდებულება აქვთ



გაცნობებთ, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას.
ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორგანიზაციების მისამართზე წარდგენის ნაცვლად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს info@des.gov.ge-ზე და ლიცენზიის გამცემს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს info@nea.gov.ge-ზე ელექტრონული სახით წარუდგინონ ანგარიში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის N179 ბრძანების შესაბამისად.
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები დანართი N1;
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები დანართი N2;
თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები - დანართი N3;
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები - დანართი N4.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: