სიახლეები
ბაზალეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის ეზოდან 5 ერთეული, დაუფირნიშებელი, უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის მრგვალი მორიც ამოიღეს.
ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.