საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: