საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

მცხეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ წილკანში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო, ორი ლენტური და ოთხი ცირკული სახერხი დანადგარით,  სოფელ წილკანის მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მერქნული მასალა, დაახლოებით 402 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 78 ერთეული მორი. 

ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია ორი ჭაბურღილი, რომელთა შესაბამისი ლიცენზიები მოქალაქემ ვერ წარმოადგინა. მან ასევე ვერ წარმოადგინა მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ტექნიკური რეგლამენტები.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: