საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სექტემბერში 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწებებ გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი - 221 ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 99 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 95, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 19, წიაღის უკანონო მოპოვების - 21, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 17, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის - 14, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 12, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 12, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 10, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის პირობების დარღვევის 4 ფაქტი. სექტემბერში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში, ჯამში 4 უკანონო სახერხი საამქროა ამოღებული. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 11 ფაქტია გამოვლენილი.  

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 210 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 101 ფაქტი, აჭარასა და გურიაში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 50, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო სამოქმედო ტერიტორიაზე - 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 34, ქვემო ქართლში - 30, შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს  მიერ, 2 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის სექტემბ, თბილისში 12 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე   შემოსულია 286 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

 

 

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: