სიახლეები
ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 93 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 93 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 37 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; იმერეთში დაფიქსირდა 11 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 10, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში - 6-6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 6, აჭარაში - ასევე 6, შიდა ქართლში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3 და გურიაშიც 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1441 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 16 ფაქტი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.