საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა



საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების - არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესყიდვა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიულ ზღვასა და ღია ზღვაში თევზჭერაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლი.

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები უკვე ჩართულია საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ გემების მოძრაობას, არალეგალური თევზჭერის პრევენციის მიზნით და ასევე მათ მიერ მოპოვებული  თევზის სახეობებსა და რაოდენობას. მონიტორინგის ახალი სისტემის შედეგი, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ უკანონო თევზჭერის პრევენცია იქნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: