საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 294 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის  ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 294  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 137 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში  დაფიქსირდა 56 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო ქართლში - 20,  აჭარაში - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 419 3-მდე ხე-ტყე.

ამავე
პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 26 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 7 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: