საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო  მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქე წაბლის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა მოქალაქე 19 ერთეული წაბლის სახეობისა და 2 ერთეული ცაცხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული 58 ერთეული მორი დალუქეს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: