საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 273 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 273  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 42 ფაქტი, იმერეთში - 34, აჭარაში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 23, ქვემო-ქართლში - 21, შიდა ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, მცხეთა-მთიანეთშიც - 5, გურიაში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

2021 წლის თებერვალში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს. 

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 684 3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: