სიახლეები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ ჭალეში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 7 ერთეული ცაცხვისა და 15 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანა დაილუქა, მიმდინარეობს საქმისწარმოება.